LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქმროს ღალატის გამო ქლოე კარდაშიანს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო

218

მაშ შემდეც, რაც ცნობილი გახდა, რომ ქლოე კარდაშიანს ბოიფრენდმა ტრისტან ტომსონმა მოდელთან უღალატა, კარდაშიანების ოჯახი მედიის ყურადღების ცენტრშია. უკვე ცნობილია, რომ ორსულობის ბოლო ვადაზე მყოფი ქლოეს მხარდასაჭერად ოჯახი კლივნელდში ჩაფრინდა. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნერვიულობის ფონზე ქლოე კარდაშიანს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ამ დრომდე სხვა ინფორმაცია ქლოეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინტერნეტში მოხვდა ვიდეო, სადაც კალათბურთელი ტრისტან ტომპსონი ორ მოცეკვავე გოგონას კოცნის. მოგვიანებით კი ის მოდელ ლენი ბლერთან ერთად დააფიქსირეს, ცოტა ხანში გოგონამ განაცხადა, რომ ტომპსონისგან შვილს ელოდება.  ცნობილია, რომ სკანდალური ვიდეოს გავრცელების შემდეგ კარდაშიანები არწმუნებენ ქლოეს, რომ ტომპსონთან საბოლოდ დაშორება და შვილის მარტო აღზრდა სჯობს. ქლოეს კი რომელიც მშობიარობისთვის აპრილის ბოლოს ემზადებოდა, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები