LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლოდ რომ არ მუშაობს ეს სახელი ჩვენთვის, ცხადია – რომან კაკულია ოთარ ფარცხალაძეზე საუბრობს

76

“სასარგებლოდ რომ არ მუშაობს ეს სახელი ჩვენთვის, ეს ცხადია,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა. თუმცა, კაკულია ამბობს, რომ ამ ეტაპზე დასკვნების გაკეთება რთულია.

„ამ ადამიანის შესახებ იმდენი საუბარია, დასკვნები, რომ გააკეთო ან ყველაფერი უნდა იცოდე ან ჯობია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამ ეტაპზე ბევრ შეკითხვას აჩენს ზოგადად, მაგრამ ეს შეკითხვები რამდენად ლეგიტიმურია, რა არის ამ შეკითხვების უკან, ამომწურავი ინფორმაციის გარეშე ძნელია პოზიციის ჩამოყალიბება. სასარგებლოდ რომ არ მუშაობს ეს სახელი ჩვენთვის, ეს ცხადია,“-აცხადებს რომან კაკულია.

ოპოზიცია სამართალდამცველებს ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ფარცხალაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის გამდიდრების წყარო ავიაცია გახდა.

ოთარ ფარცხალაძის სამუშაო ადგილთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს მამუკა მდინარაძე.

„წარმოდგენა არ მაქვს სად მუშაობს ოთარ ფარცხალაძე, გულწრფელად გეუბნებით,“-ამბობს მამუკა მდინარაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები