LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციასთან მივიდნენ

194

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრა, სადაც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობდა.

მათ აქციის მონაწილეებთან ახლოს მისვლა ვერ შეძლეს, რადგან მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის კორდონებით არის გადაკეტილი. მრევლის ნაწილი ამბობს, რომ არ სურთ, ლგბტ თემის წარმომადგენლებს აქციის ჩატარების საშუალება მისცენ.

მღვდელი დავით ნოზაძე განმარტავს, რომ ისინი “უზნეობას აპროტესტებენ”. სასულიერო პირის თქმით, ლგბტ თემის წარმომადგენლები ცოდვილები არიან და მათი “ღვთის გზაზე მოქცევა სურთ”.

„ფორტუნას“ კორესპონდენტის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულდა, შენობასთან მიიყვანეს რამდენიმე მიკროავტობუსი, რომლის საშუალებითაც აქციის მონაწილეებს კორდონებიდან გაიყვანენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები