LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტაბურეტკა იმ კაცმა 17 მაისს ჩამოსაჯდომად წამოიღო: მეუფე სტეფანე

103
Capture112121

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე 2013 წელს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის დროს მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ტაბურეტკა“, რომელიც სასულიერო პირს ეკავა, „დასასვენებლად ჰქონდა წამოღებული“.

„ტაბურეტკა“ იმ კაცმა [17 მაისს] ჩამოსაჯდომად წამოიღო… ვერ გაუძლებდა დიდხანს ფეხზე დგომას. როდესაც რაღაც მოძრაობა წავიდა, იმ „ტაბურეტკას“ ხომ არ დააგდებდა? წაიყოლა თან. გადაიღეს და ეს ისეთი კონტექსტით აჩვენეს, თითქოს ამ „ტაბურეტკას“ ვინმეს თავში ურტყამდა. მაჩვენეთ ვინ ჩაარტყა „ტაბურეტკა“ვინმეს თავში“ – მეუფე სტეფანე

 

აქციიდან ფოტოს ავტორი: გიორგი გოგუა