LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერატორს თუ ვიღაცას მოხვდა იმის გამო, რომ გესლიანად ეპყრობოდნენ ხალხს: მეუფე სტეფანე 5 ივლისზე

123
მეუფე სტეფანე

„ოპერატორს თუ ვიღაცას მოხვდა იმის გამო, რომ გესლიანად ეპყრობოდნენ ხალხს“, – ასე იხსენება 2021 წლის 5 ივლისს ჭყონდიდის ეპისკოპოსი მეუფე სტეფანე. მისი განცხადებით, მედიის წარმომადგენლები ხალხს „გესლიანად ეპყრობოდნენ, ვიღაცებმა კი ვერ მოითმინეს და გაარტყეს“.

„აქ ვიღაცა ოპერატორს თუ ვიღაცას მოხვდა იმის გამო, რომ გესლიანად ეპყრობოდნენ ხალხს. ვიღაცამ ვერ მოითმინა გაარტყა და ეს ჩათვალეს, რომ ვიღაცამ მოამზადა, სპეციალურად გააკეთა და ეს ხალხი წლობით ციხეებში გაუშვეს“, – თქვა მეუფე სტეფანემ.

ცნობისათვის, 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმების შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. მათგან ერთ-ერთი, “TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები