LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა.. პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა, თუ დაბალი სტანდარტით გავყვებით, პირველი, გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები არიან დასაჭერები“

126
Untitled design

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2021 წლის 5 ივლისის დანაშაულს, სამართლებრივი თვალსაზრისით, ორგანიზატორები არ ჰყავდა.

ვიდეო: „მომიწია ტაიმაუტის აღება ამ პროფესიაში.. 5 ივლისი შერჩათ“ – რას ჰყვებიან დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისის მოვლენებიდან 1 წლისთავზე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან 5-6 ივლისის მოვლენებზე საუბრის დროს, პარალელი გაავლო მიმდინარე წლის 7-8 მარტის აქციებთან და თქვა, რომ ამ პრინციპით, „პარლამენტზე ძალადობრივი შტურმისთვის, „გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები არიან დასაჭერები“.

„სამართლებრივად, ორგანიზატორების იდენტიფიცირება აქამდე შეუძლებელი იყო. არ დგინდება არც ერთი ფაქტი, სადაც დანაშაულის ორგანიზება მოხდა, ორგანიზატორი არ იკვეთება. როდესაც ვიღაცები საუბრობენ, რომ ორგანიზატორები დაისაჯონ, მაშინ უნდა თქვან, სამართლებრივად ვინ იყო ორგანიზატორი.

მინდა შეგახსენოთ, რომ 7-8 მარტს, როდესაც პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა, მაშინ პირდაპირი მოწოდებები იყო, ორგანიზებული იყო შეკრება და მეტიც, მოუწოდეს ადამიანებს, რომ ალყა უნდა შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის.

ამ ალყას მოჰყვა პირდაპირი ძალადობრივი აქტები. თუ ჩვენ დაბალი სტანდარტით გავყვებით, პირველი არის დასაჭერი გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები, მაგრამ ეს დაბალი სტანდარტია და ძალიან სარისკოა.

იმის თქმა მინდა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე სამართლებრივი მოცემულობა ესაა. თუ რამეს დაადგენს პროკურატურა, არ ვიცი.

დანაშაულის ორგანიზატორი ნიშნავს რას: მაგალითად, კოკა მორგოშიას რომ მოეწოდებინა კონკრეტული ადამიანებისთვის, წადით ამა და ამ ადგილას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ ამა და ამ ადამიანსო. ორგანიზატორი ნიშნავს, წავიდეთ კონკრეტულ ადგილზე და ვიძალადოთ კონკრეტულ ადამიანზე, ასეთი არ იყო“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„პრაიდის“ ოფისში შეჭრაში ბრალდებულები 5000-5000 ლარით დააჯარიმეს 

ცნობისათვის, 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დააორგანიზეს კონტრაქცია, მათ აქტივისტების ოფისები დაარბიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს. სხვადასხვა ბრალდებით შსს-მ 27 პირი დააკავა. საქმეს 56 დაზარალებული ჰყავს, მათ შორის, 47 ჟურნალისტია.

5 ივლისის ძალადობის საქმეზე 16 ჟურნალისტი სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართავს

5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას: სალომე ზურაბიშვილი

ვიდეო: „მომიწია ტაიმაუტის აღება ამ პროფესიაში.. 5 ივლისი შერჩათ“ – რას ჰყვებიან დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისის მოვლენებიდან 1 წლისთავზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები