LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ივლისის ძალადობის საქმეზე 16 ჟურნალისტი სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართავს

77
ebb80c9f9d63830d1ac22db981c5f3dd_XL

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მედიის 16 წარმომადგენლის სახელით სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა. ამის შესახებ საია-მ განცხადება დღეს, 7 ნოემბერს გაავრცელა.

საია-ს ცნობით, სტრასბურგის სასამართლოს ევროპული კონვენციის 4 მუხლის დარღვევის თაობაზე მიმართავენ ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების სახელით. კერძოდ, საია-ს განცხადებით 5 ივლისს დაირღვა ევროპული კონვენციის 4 მუხლი: წამების აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

“საია 1 წლის განმავლობაში აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა საგამოძიებო უწყებებთან, როგორც თბილისის პროკურატურასთან, ისე, გენერალურ პროკურატურასა და, ბოლოს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. საიას მიერ გაგზავნილი 10 განცხადებიდან/საჩივრიდან, პასუხი, მხოლოდ 2-ჯერ იქნა მიღებული, ორივეჯერ მხოლოდ თბილისის პროკურატურისგან.

დღევანდელი მოცემულობით, ნათელი ხდება, რომ, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელ უწყებებს არ აქვთ ნებელობა, დასაჯონ ძალადობის ორგანიზატორი პირები, ხოლო, საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 05 ივლისს, მათ შორის, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა.

ამ დრომდე უცნობია დაწყებულია თუ არა გამოძიება ტვ „პირველის“ ეთერში 12 ივნისს გასული სიუჟეტის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო. საია, ასევე, მიიჩნევს, რომ მომჩივანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ამსრულებლები, ზოგ შემთხვევაში, საერთოდ არ, ხოლო, ზოგ შემთხვევაში არასრულად არიან გამოვლენილნი. ყველა ამ მოთხოვნით, საიამ ბოლოს საგამოძიებო უწყებებს 2022 წლის 05 ივლისს, როგორც საჯაროდ, ისე, განცხადებითაც მიმართა, თუმცა, არანაირი რეაგირება არ მომხდარა”, – აღნიშნულისა საია-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ძალადობის ორგანიზატორების მიმართაც არის დაწყებული, ბრალი არც ერთ მათგანს არ აქვს წარდგენილი:

“აღსანიშნავია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის განაჩენი, რომელიც უნდა ყოფილიყო ბრალდების მხარისთვის ორგანიზატორებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ერთ-ერთი წინაპირობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ განაჩენით დგინდება, რომ სამართალწარმოებისას გამოკვლეულ მტკიცებულებები ადასტურებდა ივნისის თვეში ,,ალტ ინფო-ს“ მიერ 5 ივლისს განსახორციელებელ მოქმედებებთან დაკავშირებით ერთგვარი გეგმის არსებობას. ჩანაწერის თანახმად, სტუდიაში მიმდინარეობს საუბარი ოთხ პირს შორის, რომლებიც გეგმავენ სამოქალაქო რეაგირების ჯგუფების შექმნას. სიუჟეტში ვითარდება შეხედულება, რომ ძალადობა ასეთ შემთხვევაში დასაშვებია და ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელი პირების მხრიდან სასჯელის მოხდაც პრობლემა არ უნდა იყოს.

 

 

საია 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 16 რეპორტიორის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

Posted by საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია on კვირა, 06 ნოემბერი, 2022

 

ამასთან, შს მინისტრი აცხადებდა, რომ გამოძიების სტრატეგია იყო ჯერ ამსრულებლების, ხოლო, შემდეგ ორგანიზატორების გამოვლენა („გამოძიება, პირველ რიგში, შემსრულებლებიდან იწყება, და მერე უნდა აჰყვე ზემოთ.“) თუმცა, მიუხედავად სასამართლოს მიერ 2022 წლის 4 აპრილის განაჩენითაც ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთისა, დღემდე არც ერთი ორგანიზატორი დაკავებული არ არის. საია, ასევე, მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს ხელოვნურად შეეზღუდათ წვდომა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე ორგანიზატორების ნაწილში, და, ასევე, არ აქვთ იმის ეფექტიანი შესაძლებლობა, რომ იდავონ ორგანიზატორების მიმართ დევნის დაწყებაზე ფაქტობრივი/სამართლებრივი უარის გასაჩივრების თვალსაზრისით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავარ სლაიდზე: 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს დაზარალებული ჟურნალისტი რატი წვერავა / AP Photo/Shakh Aivazov
magti 5g