LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » საია

საია

პენიტენციური სამსახური საია-ს მიერ გავრცელებული განცხადებას, ადვოკატის საქმიანობაში ხელისშეშლასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულს უწოდებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობაში ხელი შეეშალა.

საარჩევნო კოდექსის რეგულაცია, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების შენობებში საარჩევნო უბნების გახსნას კრძალავს, საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

„საია ამ სარჩელით არ შემოიფარგლება და უახლოეს მომავალში ასევე, გეგმავს, ემიგრანტების სხვა ჯგუფის სახელით საყოველთაო საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით სტრატეგიული სამართალწარმოების გაგრძელებას“ - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.

ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ დასვა კითხვა, რამდენად შეიძლება, მომჩივნები მსხვერპლად ჩაითვალონ, შესაძლოა, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ სარჩელი დაუშვებლადაც გამოცხადდეს

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით მომდევნო წლამდე არ არის მოსალოდნელი გადაწყვეტილების მიღება.

„საია-მ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე საჩივარი გააგზავნა“ – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო უკვე განიხილავს მზია ამაღლობელის 2 საქმეს.