LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა – ამ პროფესიით დასაქმება პრაქტიკულად გარანტირებულია

163

გუდაურში, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა ოფიციალურად გაიხსნა.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში და სხვა მასთან დაკავშირებული მაღალი რისკის აქტივობებში ჩართული კადრების (საფეხმავლო, ალპური, სათხილამურო და სამთო გამყოლების, სამთო სპორტის სახეობებისა და სათავგადასავლო აქტივობების ინსტრუქტორების) პროფესიულ მომზადებას, ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც გაზრდის საქართველოში უსაფრთხოებას.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარემის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ამ სკოლაში შეისწავლიან პროფესიებს, რომლითაც დასაქმება რაქტიკულად გარანტირებულია.

„2800 მეტრის სიმაღლეზე ოფიციალურად გაიხსნა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი გახსნა, რადგან ამ სკოლაში სწორედ იმ პროფესიის ადამიანები მომზადდებიან, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია და ვინც ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარების მიმართულებით ძალიან სჭირდება,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ტურისტული სასწავლებლის ოფიციალურ გახსნას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და სამთო გამყოლთა დარგის  სპეციალისტები.