LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთის მარკეტებში ქართული ხორცი იყიდება

35

საუდის არაბეთის მეგა მარკეტების უმსხვილეს ქსელ Tamimi Markets-ში გასაყიდად ქართული ხორცი გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ არაბულ ქსელში დახლებზე დაფასოებული ცხვრის ხორცი განთავსდა.

“აღნიშნული შესაძლებელი გახდა საელჩოს მიერ ჩატარებული არაერთი ღონისძიებისა და ადგილობრივ ბიზნესმენებთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად”, – აცხადებენ საელჩოში.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში არაბული ქვეყნებიდან ქართულ ცხვარზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები