LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთის ულამაზესი პრინცესა, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ ცვლის (ფოტო)

142

ამირა ალ-თავილი საუდის არაბეთის 33 წლის პრინცესაა, რომელიც საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე ოცნებობს. ის საოცრად ლამაზი, საკუთარ თავში დარწმუნებული, საქმიანი, თამამი და მიზანდასახული ადამიანია. ამირა ჰუმანიტარული საქმიანობას ეწევა არა მხოლოდ საუდის არაბეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. ამ მიზნით მან 70-ზე მეტი ქვეყანა მოინახულა.

ამირა ასევე ცნობილია სიღარიბესთან ბრძოლის აქტიური კამპანიითა და იმ ადამიანების დახმარებით, ვინც კატასტროფების შედეგად სერიოზული ტრამვა მიიღო. სწორედ ამირა ალ-თავილმა გახსნა კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებული კვლევის ცენტრი პაკისტანსა და სომალში ხალხის დასახმარებლად. ის ერთ-ერთი პირველია საკუთარ ქვეყანაში, ვინც ტრადიციულ სამოსზე უარი თქვა, თუმცა მის თანამედროვე სამოსში ყოველთვის იგრძნობა აღმოსავლური კულტურის გავლენა.

განსხვავებულია მისი ცხოვრების სტილიც. საუდის არაბეთში მცხოვრები სხვა ქალებისგან განხვავებით ამირა მართავს ავტომობილს, აქვს უმაღლესი განათლება. პრინცესა თვლის, რომ ყველა ქალს მის ქვეყანაში უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება და ამისთვის დღემდე აქტიურად იბრძვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები