LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ქვეყნები კრეატიული ადამიანებისთვის

63

შვეიცარია, დანია, ბელგია და ავსტრია – კრეატიული ადამიანებისთვის საუკეთესო ადგილებია. ექსპერტებმა World Talent Ranking-ის რეიტინგი შეადგინეს და მასში ის ქვეყნები მოხვდნენ, სადაც ადამიანებს ნიჭის გამოსავლენად ყველაზე კომფორტული გარემო აქვთ შექმნილი. მთავარი კრიტერიუმები კი ის იყო, თუ რამდენად ეხმარება სახელმწიფო ნიჭიერებს, მიმზიდველია თუ არა ქვეყანა უცხოელი ტალანტებისთვის და რამდენად არიან დაფასებული ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. პირველ ადგილს კი შვეიცარია იკავებს, როგორც ჩანს, ქვეყანაში კრეატიულობა ყველაზე მეტად ფასობს. სიაში მოხვდნენ ასევე შვედეთი, ჰოლანდია, ლუქსემბურგი, დანია, ბელგია და ავსტრია. ხოლო, რაც შეეხება ბოლო პოზიციას ის ვენესუელამ დაიკავა, რადგან ნიჭიერ ადამიანებს სამხრეთ ამერიკაში არც თუ ისე წყალობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები