LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესოები ესპანეთში: ზიდანი და კოკე

41

ზინედინ ზიდანი საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, კოკე – საუკეთესო ფეხბურთელად.

საუბარია ესპანეთის ჩემპიონატის აპრილის თვეზე.

43 წლის ფრანგის ხელმძღვანელობით მადრიდის ”რეალმა” აპრილში 6 მატჩიდან 6 მოიგო, რამაც გუნდს საშუალება მისცა პრიმერაში მეორე ადგილი დაეკავებინა.

მადრიდის ”ატლეტიკოს” ფეხბურთელმა კოკემ აპრილში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ”ატლეტიკომაც” თვის ყველა შეხვედრა მოიგო.

შეგახსენებთ, 28 მაისს ”რეალი” და ”ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.

 

 

13250387_10207731463899339_676165837_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები