LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავაჭრო ცენტრ „საბასთან” სახელმწიფო ქონება იყიდება

223

თბილისში, სავაჭრო ცენტრ “საბას” უკან, სამრეწველო ზონაში მდებარე 3 677კვ.მ. სახელმწიფო ქონება იყიდება. ლოტი გასაყიდად სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანა. სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე.

მათივე ცნობით, აუქციონი 14 ნოემბერს გამოცხადდა და 13 დეკემბერს დასრულდება. ქონების საწყისი ფასი 700 000 ლარია. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი შეზღუდული არ არის, მას შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენოს აღნიშნული მიწის ნაკვეთი და აქ მისთვის სასურველი ობიექტი ააშენოს.

თუმცა, როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი ”საბა” და ”მარშე” ფუნქციონირებს, იდეალური იქნებოდა აქ საწყობის განთავსება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები