LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავზე ფასი ისევ გაიზარდა

196

მსხვილ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა დღეს, კვლავ მოიმატა, იმის მიუხედავად, რომ აქციზის ფასი არ გაზრდილა და ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციაა ნარჩუნდება.

სოკარი 

სოკარში ფასები დღეს კვლავ 5 თეთრით დაკორექტირდა. შესაბამისად, დღეს რეგულარი 1.84 ლარი ღირს, დიზელი(50ppm და მეტი) 1.72 ლარი; პრემიუმი 2.04; ევრო დიზელი 1.90; სუპერი 2.19; ევრო რეგულარი კი 1.89 ლარი.

გაზრდილია ასევე ბუნებრივი აირის ფასი. მისი შეძენა 1.25 ლარად შეგიძლიათ.

 

ვისოლი

რაც შეეხება ვისოლს, აქ ეკო სუპერი 2,19 ლარამდე გაიზარდა; ეკო პრემიუმი – 1,99 ლარამდე; ეკო რეგულარი – 1,94 ლარამდე; ეკო დიზელი – 2 ლარამდე; ევრო დიზელი – 1,88 ლარამდე; ევრო რეგულარი – 1,84 ლარამდე; დიზელ ენერჯი – 1,8 ლარამდე; ვისოლ გაზი – 1,25 ლარამდე;

 

გალფი

4–დან 5 თეთრამდე დაკორექტირდა ფასები გალფშიც.

G-Force პრემიუმის ფასი 2.04 ლარამდე გაიზარდა; G-Force ევრო რეგულარი 1.94–მდე; ევრო რეგულარი 1.84 ლარამდე; G-Force ევრო დიზელი 1.99; ევრო დიზელი 1.84 ლარამდე.

გალფში უცვლელია გაზის ფასი, რომელიც 12 დეკემბერს 1.19 ლარიდან 1.27–მდე გაზვირდა.

 

როგორია მოლოდინები?

მოსალოდნელია, რომ 2017 წლიდან საწვავზე ფასი კიდევ გაიზრდება, რადგან მთავრობამ აქციზის გადასახადის გაზრდა დააანონსა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აქციზის გადასახადის ზრდა 1 ლიტრი საწვავის ღირებულებას, დაახლოებით 20-25 თეთრით გაზრდის.

 

რა ხდება მსოფლიო ბირჟებზე?
2016 წლის  23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 55,16 (+ 0,11)   დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  53,02 (+  0,03) დოლარი/ბარელზე.

 

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები