LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია 15 საათამდე გადაიდო

97

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 13 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მშობლების უმეტესობამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე შესვლა ვერც კი შეძლო.

„ფორტუნას“ რამდენიმე მშობელმა განუცხადა, რომ სარეგისტრაციო ფორმა წინასწარ ჰქონდათ შევსებული, თუმცა რეგისტრაციისას შეცდომა მოხდა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ პროგრამული ხარვეზის გამო რეგისტრაცია 15 საათამდე გადაიდო.

„ხარვეზი აღმოვაჩინეთ რეგისტრაციის დაწყებამდე, 12.55 საათზე, ეს სააგენტოსგან დამოუკიდებლად მოხდა. შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და საზაფხულო ბაღებში დარეგისტრირებას მსურველები 15 საათზე უპრობლემოდ შეძლებენ“ – განაცხადა თემურ თორდინავამ „ფორტუნასთან“.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივითა და დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ივლისში თბილისს 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება.

როგორც მერიაში აცხადებენ, ოჯახებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას, შესაძლებლობა აქვთ მათ რაიონში მოქმედი საზაფხულო ბაღების მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ.

„საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია, დღეს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.kids.org.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები