LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზაფხულო ჩირები ქარელიდან – რეგიონებში ”ჩიკორს”ითხოვენ

753

ქარელის ჩირის მწარმოებელი კომპანია პროდუქციის სარეალიზაციო არეალს აფართოებს. ბრენდი ”ჩიკორი” ცოტა ხნის წინ ”კარფურის” ქსელშიც შევიდა. გარდა ამისა, დედაქალაქის მასშტაბით, აღნიშნული პროდუქციით მცირე მარკეტებიც მომარაგდა. როგორც ”ფორტუნას” ”ჩიკორის” მწარმოებელი „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანიის” მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერმა თამარ რაზმაძემ განუცხადა,  ქარელის ჩირზე დიდი მოთხოვნაა რეგიონებშიც.

”ამ ეტაპზე წარმოდგენილები ვართ ისეთ მსხვილ სავაჭრო ქსელებში, როგორებიცაა: ”სმარტი”, ”ორი ნაბიჯი”, ”გუდვილი”, ”ზღაპარი” და ახლა უკვე ”კარფურიც”. აღნიშნული კომპანიები თავად წყვეტენ, სად უნდა გადაანაწილონ პროდუქცია. ამიტომ, ”ჩიკორი” საქართველოს რეგიონებში ზოგგან არის წარმოდგენილი, ზოგგან- არა. ძირითადად, მცირე მასშტაბით. რეგიონებიდან ხშირად გვიკავშირდებიან და ითხოვენ ჩვენს პროდუქციას. ამიტომ, რეგიონების სრულად ათვისება ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია და  სამომავლო გეგმებში, ერთ-ერთი პირველი, ამ კუთხით გაფართოება გვაქვს”, – აღნიშნა თამარ რაზმაძემ.

მისივე ინფორმაციით, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანიის” საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს. კომპანია ”ჩიკორის” ბრენდის ქვეშ მომხმარებელს, სხვა სეზონურ ჩირებთან ერთად, საზაფხულო ჩირებსაც სთავაზობს. კერძოდ, საზამთროს, ატმის, ქლიავის, ხურმის ჩირებს. ასევე ტკბილი ხურმისა და მჟავე ატმის მიქსს.

შეგახსენებთ, ”ქარელის ჩირის” მწარმოებელი „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია“ 2015 წელს დაარსდა. კომპანია ქარხანას ქარელის რაიონში, მდინარე ძამას ხეობის ეკოლოგიურად სუფთა მიდამოებში ფლობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია 100% ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან ჩირების დამზადება. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. კომპანიას ასევე აქვს 25 ჰექტარი სხვადასხვა ხეხილის ბაღები, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღებიდან მიღებული ნედლეული ასევე გამოიყენება წარმოებისათვის.  ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ კომპანიამ  ISO-ს სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი სერთიფიკატიც მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები