LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემეკმა ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ტარიფები დაადგინა

50

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფები დაადგინა.

”კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისათვის შეადგენს 4.002 თეთრს/კვტსთ-ზე; შპს ”ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისათვის განისაზღვრა 1.818 თეთრით/კვტსთ-ზე.

რაც შეეხება თბოსადგურებს, შპს „ჯიფაუერის“ 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 9.431 თეთრი/კვტსთ-ით. შპს „ჯიფაუერის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის შეადგენს 44 874 ლარს/დღეზე.

შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის“ 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 8.012 თეთრით/კვტსთ-ზე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის – 383 893 ლარი/დღეზე.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ (მე-3;მე-4 ენერგობლოკები) 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფია 11.511 თეთრი/კვტსთ-ზე; ხოლო გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის მე-3 ენერგობლოკისთვის – 18 637 ლარი/დრეზე და მე-4 ენერგობლოკისთვის – 20 357 ლარი/დღეზე.

შპს „მტკვარი ენერჯის“ ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფია 11.512 თეთრი/კვტსთ, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის 2018 წლის საფასურია – 59 630 ლარი/დღეზე.

სს „საქრუსენერგოს“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 2018-2020 წლებისათვის განისაზღვრა 0.278 თეთრით/კვტსთ-ზე, ხოლო შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგის გადაცემის ტარიფი 2018-2020 წლებისათვის – 0.380 თეთრით/კვტსთ-ზე”, – ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები