LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბერში დაბადებული ბავშვები უფრო გონებამახვილები არიან

254

ამერიკულმა კვლევამ, ახალი, საინტერესო კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ბავშვების კოგნიტურ განვითარებას ეხება.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სექტემბრის თვეში დაბადებული ბავშვები, უფრო ჭკვიანები და სხარტები არიან. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ თვეში დაბადებულ ბავშვებს, ჯამურად საკმაოდ კარგი ქულები ჰყავთ და მათი კარგ კოლეჯში ჩაბარების ალბათობაც დიდია.

მიზეზს კი გარკვეულწილად, მკვლევარები ასაკს მიაწერენ. მათი თქმით, ამ თვეში დაბადებული ბავშვები კლასში ყველაზე დიდები არიან და ისინი უფრო კარგად ახერხებენ მასალის ათვისებას, ვიდრე აგვისტოში დაბადებულები, რომლებიც ჯგუფში ყველაზე პატარები არიან.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს მაღალ კლასებში. დაბალი ქულების მქონე მოსწავლეები, რომლებსაც განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი აქვთ, შესაძლოა, მაღალ კლასებში დაეწიონ პროგრამას და გაუსწრონ კიდეც მათ თანაკლასელებს.

კვლევის ფარგლებში ასევე შეისწავლეს, ბავშვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა: დედათა განათლება, სიმდიდრე და ეთნიკური წარმომავლობა, რომელიც ასევე განაპირობებს მოზარდის ჩამოყალიბებას.

კვლევის ფარგლებში, ფლორიდაში, საჯარო სკოლებში, 1.2 მილიონზე მეტ ბავშვზე მიმდინარეობდა დაკვირვება. მათი ასაკი 6-დან 15 წლამდე მერყეობდა.

მეცნიერების დასკვნები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები