LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ომმა 1000-მდე ბავშვი დაიღუპა ან დაიჭრა – გაეროს ბავშვთა ფონდი

68
KHARKIV, UKRAINE - MARCH 12: A view of a destructed room of an apartment in the districts of the city that were the subject of the bombings and which are located near the front in Kharkiv, Ukraine on March 12, 2022 as Russian attacks continue. ( Andrea Carrubba - Anadolu Agency )

ომის დაწყების დღიდან უკრაინაში სულ მცირე 972 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა, საშუალოდ დღეში ხუთზე მეტი ბავშვი იღუპება ან შავდება – აღნიშნული მონაცემი გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ქეთრინ რასელის განცხადებაშია მოყვანილი და განმარტებულია, რომ ეს ის ციფრებია, რომლის გადამოწმებაც ფონდმა შეძლო.

“და ეს მხოლოდ ციფრებია, რომელიც გაერომ შეძლო გადაამოწმოს. ჩვენ გვჯერა, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. ბავშვების უმეტესი მსხვერპლი ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებამ გამოიწვია. ამავდროულად, თავდასხმების დროს ბავშვების მოკვლის ან დაჭრის საშინელების გარდა, უკრაინაში თითქმის ყველა ბავშვი განიცდის ძალადობას, სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის საშიშროებას”, – წერია განცხადებაში.

რასელის შეფასებით, ომმა უკრაინის საგანმანათლებლო სისტემა გაანადგურა:

“სასწავლო წლის სულ რაღაც ერთ კვირაში დაწყება ცხადად გვახსენებს, თუ რამდენი დაკარგეს უკრაინაში ბავშვებმა. უკრაინის საგანმანათლებლო სისტემა განადგურდა საომარი მოქმედებების ესკალაციის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით. სკოლები სამიზნეებს წარმოადგენს, რის შედეგადაც ოჯახები თავიანთი შვილების სკოლაში გაგზავნას უსაფრთხოდ ვერ მიიჩნევენ. ჩვენი ვარაუდით, 10 სკოლიდან 1 დაზიანებული ან დანგრეულია. ყველა ბავშვი უნდა იყოს სკოლაში და ისწავლოს, გამონაკლისი არც უკრაინაში მყოფი ბავშვები არიან და არც ამ ომის შედეგად დევნილები”.

პოპულალურები