LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღაზაში, მშობლები იძულებულნი არიან, ბავშვებს მარილიანი წყალი დაალევინონ“ – გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერი

166
Untitled design (78)

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით: „ბავშვები ღაზაში კატასტროფულ სიტუაციაში არიან..  მშობლებს სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მათ მარილიანი წყალი დაალევინონ,“ – ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ორგანიზაციის სპიკერი, ტობი ფრიკერი BBC News-ს არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა.

„ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს ოთხი და შვიდი წლის გოგოები ჰყავს… ის, უბრალოდ, ცდილობს, გოგოები დაიცვას და მათ სიცოცხლე შეუნარჩუნოს.

ის გვიყვებოდა, თუ როგორ სვამენ ბავშვები მხოლოდ მარილიან წყალს.

ქალიშვილი დედას ეკითხება: „დედა, რატომ არ შემიძლია ნორმალური წყალი დავლიო, როგორც ეს ჩვეულებრივ დღეებში ხდებოდა?..“

ბავშვებს არ სურთ წყლის დალევა, რადგან ის ძალიან მარილიანია. ისინი განიცდიან დეჰიდრატაციას და დაავადების რისკი ძალიან რეალურია,“ – ამბობს ფრიკერი.

„მე გამოვიარე ჯოჯოხეთი“ – რას ჰყვება „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 წლის მძევალი ქალი, რომელიც 17 დღის განმავლობაში ღაზის სექტორში, გვირაბებში ჰყავდათ დატყვევებული

რომის პაპი: ნურავინ მიატოვებს იარაღის გაჩუმების შესაძლებლობას, დაე, ცეცხლი შეწყდეს

გაერო – ღაზის მოსახლეობა დახმარების ცენტრებში შეიჭრა და ფქვილი და სხვა მარაგი გაიტაცა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები