LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის პატივი იყო მსოფლიოში 9 ომის მოგვარება და ეს მეათე იქნება, ამიტომ, მოდით, გავაკეთოთ ეს“ – დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ათდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდება

134
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლიბანი და ისრაელი 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე ამოქმედდება.

ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ესაუბრა როგორც ლიბანის პრეზიდენტს, ჯოზეფ აუნს, ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.

„სამშაბათს ორი ქვეყნის წარმომადგენლები 34 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ აქ, ვაშინგტონში, ჩვენს დიდებულ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. მე დავავალე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან რუბიოს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, დენ რაზინ კეინთან ერთად, ისრაელთან და ლიბანთან ერთად ემუშავათ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩემთვის პატივი იყო მსოფლიოში ცხრა ომის მოგვარება და ეს მეათე იქნება, ამიტომ, მოდით, გავაკეთოთ ეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g