LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე გამოვიარე ჯოჯოხეთი“ – რას ჰყვება „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 წლის მძევალი ქალი, რომელიც 17 დღის განმავლობაში ღაზის სექტორში, გვირაბებში ჰყავდათ დატყვევებული

15708
BeFunky-collage (2)

85 წლის იოხევედ ლიფშიცმა, რომელიც „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლდა ამბობს, რომ ის 17 დღის განმავლობაში ღაზის სექტორში, გვირაბებში ჰყავდათ დატყვევებული.

„მე გამოვიარე ჯოჯოხეთი“, – განაცხადა იოხევედ ლიფშიცმა ჟურნალისტებთან კონფერენციაზე.

ლიფშიცი ჰყვება, რომ გატაცების დროს მას ჯოხით სცემეს, თუმცა შემდეგ ნორმალურად ექცეოდნენ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, გათავისუფლებისას ერთ-ერთი გამტაცებლისთვის ხელი ჩამოერთმია. მან ასევე განაცხადა, რომ მძევლებს ჰქონდათ საკვები, მას აკითხავდა ექიმი და წამლებს აძლევდა. მისივე თქმით, მძევლებსა და მათ მცველებს ერთი და იგივე საკვები, კერძოდ, პური, ყველი და კიტრი ჰქონდათ. იოხევედ ლიფშიცი ამბობს, რომ მცველებს შორის იყვნენ ქალებიც, რომლებიც მძევლებს ჰიგიენის დაცვაში ეხმარებოდნენ.

მებრძოლებს, რომლებსაც ის დატყვევებული ჰყავდათ, ქალი ახასიათებს „ზრდილობიან ადამიანებად, რომლებიც მძევლებს კარგად ექცეოდნენ. ის ამბობს, რომ უვლიდნენ, რათა ავად არ გავმხდარიყვნენ.

იოხევედ ლიფშიცის თქმით, მას გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ტყვეების ასაყვანად, რადგან ჰქონდათ მძევლებისთვის აუცილებელი ყველა ნივთი, მათ შორის ლეიბი, შამპუნი და ა.შ.

BBC -ის ინფორმაციით, იოხევედ ლიფშიცი და მისი მეუღლე, რომელიც ჯერ კიდევ ტყვეობაშია, ცნობილი აქტივისტები არიან, რომლებიც ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს წლებია ეხმარებიან, მათ შორის ისრაელის კლინიკებში სამკურნალოდ გადაჰყავთ.

პრესკონფერენციის დასასრულს ყოფილმა მძევალმა თქვა, რომ ისრაელის მთავრობა არასერიოზულად მიუდგა „ჰამასის“ მხრიდან თავდასხმის საფრთხეს.

მისი განმარტებით, „ჰამასის“ წევრები 7 ოქტომბრის თავდასხმამდე სამი კვირით ადრე გადმოვიდნენ მათ მიწაზე და გადაწვეს, რასაც ისრაელის არმია სერიოზულად არ მოეკიდა.

 

mazda magti 5g