LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

127
ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში ისრაელი გამარჯვების გზაზეა და კომპრომისზე წასვლას არ აპირებს“.

„რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდება.. გამარჯვებისკენ გზაზე ვართ და არ გავჩერდებით, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ. კომპრომისზე არ წავალთ და არ გავჩერდებით!“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ბოლო შეხვედრის დროს მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს უთხრა, რომ „ეს არა მხოლოდ ჩვენი ომი, არამედ თქვენი ომიცაა“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე არ განვახორციელებთ ყველა მიზანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები