LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე არ განვახორციელებთ ყველა მიზანს

158
94c365242043396a1

ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე არ განვახორციელებთ ყველა მიზანს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, ის მიმართავს მტრებს, ასევე, მეგობრებს.

“ომი არ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ არ განვახორციელებთ მის ყველა მიზანს – „ჰამასის“ ლიკვიდაციას, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას და დაპირებას, რომ ღაზა აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს. ამას ვეუბნები როგორც ჩვენს მტრებს, ასევე ჩვენს მეგობრებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმა „ჰეზბოლასაც“ მიმართა და აღნიშნა, რომ იმუნიტეტით არცერთი ტერორისტი არ სარგებლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g