ეს დასასრული არ არის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელი „მზადაა ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს საბრძოლო მოქმედებებს“.
„შესანიშნავ შედეგებს მივაღწიეთ… ირანი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე – ეს არის საბაზისო წერტილი… ეს კამპანიის დასასრული არ არის. ირანი ამ მოლაპარაკებებში უფრო დამარცხებული და დასუსტებული შედის, ვიდრე ოდესმე. თითი სასხლეტზეა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
