LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში, პალესტინის მოედნის ქვეშ დამალული „ჰამასის“ დიდი გვირაბი გაანადგურეს

147
Untitled design (1)

The Times of Israel წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში, პალესტინის მოედნის ქვეშ დამალული „ჰამასის“ დიდი გვირაბი გაანადგურეს.

IDF-ის ცნობით, გვირაბის განადგურება Yahalom-ის ელიტარული საბრძოლო საინჟინრო ქვედანაყოფის და 401-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის მიერ განხორციელდა.

პალესტინის მოედანი ღაზას ქალაქის რიმალის უბანში მდებარეობს. ეს ტერიტორია ომამდე განიხილებოდა, როგორც ანკლავის ელიტის ძალაუფლების ცენტრი, სადაც ცხოვრობდნენ „ჰამასის“ უმაღლესი თანამდებობის პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები