LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 9 წლის გოგო, რომელიც მამას მოკლული ეგონა ცოცხალია.. გოგონა „ჰამასის“ ტყვეობაში იყო – CNN მამა-შვილის შეხვედრის ემოციურ კადრებს გვიზიარებს

1383
Untitled design (8)

„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა კი – 39 პალესტინელი პატიმარი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

ჰამასის ტერორისტების მიერ გათავისუფლებულ მძევლებს შორისაა 9 წლის გოგო, რომელიც მამას მოკლული ეგონა. CNN-თან საუბრისას გოგონას მამა ტომას ჰანდი აცხადებს, რომ თავიდან მას მისი შვილის დაღუპვის შესახებ აცნობეს, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ, ისრაელმა ეს ინფორმაცია შეცვალა და თქვა, რომ 9 წლის ემილის ცხედარი აღმოჩენილი არ იყო.

ემი­ლიმ თა­ვი­სი მე­ცხრე და­ბა­დე­ბის დღე ტე­რო­რის­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო ბუნ­კერ­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც მას­თან ერ­თად, სხვა ირა­ე­ლე­ლი მძევ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

CNN მამა-შვილის შეხვედრის ემოციურ კადრებს გვიზიარებს. იხილეთ ვიდეო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები