LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: ისრაელმა 39 პალესტინელი მსჯავრდებული გაათავისუფლა

165
ისრაელიი

ისრაელმა 39 პალესტინელი მსჯავრდებული გაათავისუფლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, გათავისუფლებულ პალესტინელებს შორის 24 ქალი და 15 მოზარდია.

ისინი ისრაელის ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის იმყოფებოდნენ, მათ შორის განზრახ მკვლელობისა და ქვის სროლისთვის. ამ პირთა უმეტესობის სასამართლო პროცესი ჯერ არ არის დასრულებული.

გათავისუფლებული პალესტინელები უკვე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე იმყოფებიან და უახლოეს ხანში სახლებში დაბრუნდებიან. მანამდე მოძრაობა „ჰამასმა“ გაათავისუფლა 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი 24 ადამიანი. მათ შორის 13 ისრაელელია.

გათავისუფლებულებს შორის არიან 70 წელს გადაცილებული მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები.

ცნობისთვის, ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმება კატარის შუამავლობით გაფორმდა.

ის ითვალისწინებს 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 50 პირის გათავისუფლებას, ხოლო ისრაელის ციხეებს 150 პალესტინელი დატოვებს.

ამავე შეთანხმების ნაწილი არის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროგრესია და იმედოვნებს, რომ მალე კარგი ამბები იქნება

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ მძევლები და ომის ტყვეები აიყვანა

ჯო ბაიდენი – „მჯერა, რომ “ჰამასის” მძევლების გათავისუფლება მოხდება.. გაძელით, ჩვენ მოვდივართ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები