LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი სკრიპალის შვილი, იულია გონზე მოვიდა

83

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის შვილი, იულია გონზე მოვიდა და ლაპარაკი დაიწყო.

როგორც ექიმებმა განაცხადეს, ის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა, თუმცა მუდმივად ექიმების დაკვირვების ქვეშაა.

იულიას მამის მდგომარეობა კი კვლავ კრიტიკულია.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, სკვერში სკამზე 4 მარტს უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ტერეზა მეის მთავრობამ პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმა გამოუცხადეს. ამ დროისთვის რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომაც გააძევა. სულ სამშობლოში დაბრუნება რუსეთის დიპლომატიური მისიის 150-მდე თანამშრომელს მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები