LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაპეკოენსეს გვერდში დაუდგნენ: როგორ გადარჩა ფეხბურთელების ნაწილი

33

„შაპეკოენსეს“ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„ბენფიკამ“ და ბრაზილიურმა კლუბებმა „შაპეკოენსეს“ თავისი ფეხბურთელები შეთავაზეს.

მოგეხსენებათ, სამშაბათს კატასტროგა განიცადა თვითმფრინავმა, რომელსაც „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები და კლუბის წევრები სამხრეთ ამერიკის თასის პირველ ფინალურ მატჩზე გადაყავდა. ტრაგედიის შედეგად 6 ადამიანი გადარჩა: 3 ფეხბურთელი, ეკიპაჟის ორი წევრი და ერთი ჟურნალისტი.

„ატლეტიკო ნასიონალმა“ შეთავაზა სამხრეთ ამერიკის თასზე გამარჯვება „შაპეკოენსეს“ მიეკუთვნოს.

ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ბრაზილიის ლიგამ გარანტია გასცა, რომ „შაპეკოენსე“ სამი სეზონი არ გავარდება დაბალ დივიზიონში.
„შაპეკოენსეს“ ცხრა ფეხბურთელი გადარჩა, რადგან განაცხადში ვერ მოხვდნენ.

„შაპეკოენსეს“ მწვრთნელის ვაჟი გუნდთან ერთად არ გაფრინდა, რადგან პასპორტი დარჩა.

გუნდის სათადარიგო მეკარე ბოეკუ კი იმის გამო არ გაემგზავრა, რომ დაბადების დღე ქონდა და ხელმძღვნელობამ დარჩენის ნება მისცა.

1978360-41562687-2560-1440

 

El Tiempo წერს, რომ „შაპეკოენსე“ სხვა თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო, ჩარტერული რეისით, მაგრამ ბრაზილიის ავიაციის ორგანოს გადაწყვეტილებით გუნდი იძულებული გახდა კომერციულ სამგზავრო რეისზე ასულიყო.

 

1978317-41561827-2560-1440

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები