LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ დე გოლის აეროპორტში უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა

141

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში გუშინ უსაფრთხოების მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა ცრუ განგაშს და უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა შემოწმების შედეგად საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.

გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება შესაძლო ტერაქტს უკავშირდებოდა.

ავიაკომპანია British Airways-ის თვითმფრინავი, რომელსაც პარიზი-ლონდონის რეისი უნდა შეესრულებინა, დროებით გაჩერებული იყო და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

პარიზის აეროპორტის წარმომადგენლის განცხადებით, რეისზე დამატებითი კონტროლი მიმდინარეობდა. შესაბამისმა სამსახურმა მგზავრები გაჩხრიკა, ხოლო ბარგი ძაღლებმა და კინოლოგებმა შეამოწმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები