LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონი ამბობს, რომ მისი 6 წლის ვაჟი სინამდვილეში გოგოა

628

43 წლის შარლიზ ტერონი ამ დრომდე არ განმარტავდა, რატომ არჩევს ვაჟისთვის, 6 წლის ჯექსონისთვის გოგონას სამოსს. ამის გამო ოსკაროსანი მსახიობი არა ერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში და როგორც ჩანს, ტერონმა გადაწყვიტა, განმარტება გაეკეთებინა. მისი თქმით, ჯექსონი სინამდვილეში გოგონაა: „მე ვუყურებ ჩემს ორ ულამაზეს გოგონას, როგორც ყველა სხვა დედა. მე ძალიან ვნერვიულობ მათზე. მინდა, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, მინდა მაქსიმალურად დავიცვა ისინი. მე მზად ვარ, ჩემი შვილების გამო მკვლელიც კი გავხდე“, – ამბობს ტერონი.

ამ განცხადებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი გამოიწვია. ბევრმა ვერ გაიგო, ჯექსონი სინამდვილეში გოგონაა, თუ უბრალოდ გოგონების სამოსი მოსწონს. ტერონის ამ კომენტარს ჟურნალისტმა ყურადღება არ მიაქცია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები