LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლიზ ტერონმა ვაჟი გოგონას, ხოლო ქალიშვილი ბიჭის სამოსში გამოაწყო (ფოტო)

122

შარლიზ ტერონი შვილებთან ერთად ლოს-ანჯელესში კარნავალს დაესწრო. ოსკაროსანი მსახიობი 6 წლის ჯექსონთან და 2 წლის ავგუსტთან ერთად მაშინ გადაიღეს, როცა მსახიობი შვილებთან ერთად თამაშობდა. 42 წლის ტერონი სპორტულად, ნაქსოვ მწვანე პულოვერსა და ჯინსებში იყო გამოწყობილი.

საინტერესოა, რომ ამჯერად ტერონზე მეტად ყურადღება მისი შვილების ჩაცმულობამ მიიქცია. ტერონის 6 წლის ვაჟი ჯექსონი გოგონას ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი. მაშინ როცა ტერონმა 2 წლის ავგუსტს სამოსი ბიჭის კოლექციიდან შეურჩია. ასე ჩაცმულს შარლიზ ტერონის შვილებს უკვე მერამდენედ ვხედავთ. როგორც ჩანს, მსახიობი შვილებს ადრეული ასაკიდან ტოლერანტობას და ადამიანის თავისუფალი არჩევანის პატივისცესმას ასწავლის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები