LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავ ზღვაში გემი ჩაიძირა, ეკიპაჟის წევრებს შორის ერთი ქართველია

57

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიუროს ცნობით, ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი ქართველი, 9 რუსეთის, 2 კი უკრაინის მოქალაქე.  დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეკიპაჟის 5 წევრის გადარჩენა შეძლეს, მათი მდგომარეობა უცნობია, დანარჩენებს კვლავ ეძებენ.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქის შესახებ ცნობებს ამ წუთებში აზუსტებენ და კომენტარს-ჯერ-ჯერობით, ვერ გააკეთებენ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული, რადარებიდან დღეს გამთენიისას გაქრა, იმ დროისთვის ზღვაში 3.5  ბალიანი შტორმი ფიქსირდებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, გემი დასახლებულ პუნქტ ტამანიდან 15 მილში ჩაიძირა. ზღვის ტალღების სიმაღლე 3 მეტრს, ქარის სიჩქარე კი წამში 20 მეტრს აღწევდა.

ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა უამინდობა მაშველებს მუშაობაში ხელს უშლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები