LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება საქმე იქამდეც მივიდეს, რომ პრემიერ მინისტრი სცემონ

370

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის ჩაშლა თბილისში და ფარცხალაძე-თორდიას შორის მომხდარი ინციდენტი. ეს ორი თემა განიხილება დღევანდელ პრესაში ყველაზე აქტიურად. ძირითადად საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ჩაშლის შესახებ შეფასებებში პარლამენტის თავმჯდომარი ირაკლი კობახიძის კრიტიკაა, რაც გუშინ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება და ამის გამო მისი მისამართით მწვავე შეფასებებია დღევანდელ პრესაში. განსაკუთრებულ ყურადღებას კი გაზეთი ”ახალი თაობა” უთმობს.
ფინანსური ინტერესები პოლიტიკას იქვემდებარებს

საკონსტიტუციო განხილვასა და ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტზე საუბრობს დღევანდელ პრესასთან ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისი ინტერვიუ ერთდროულად ორ გაზეთში იბეჭდება, როგორც „ახალ თაობაში“, ასევე „რეზონანსში“. თუმცა ხუხაშვილი თავის შეფასებებში უფრო კრიტიკულია ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტზე. ის არ გამორიცხავს ქვეყანაში საქმე იქამდეც მივიდეს, რომ პრემიერ მინისტრი სცემონ და ესეც შერჩეთ, თუ ბიძინა ივანიშვილი არ ჩაებმება ამ საქმეში და ფარცხალაძეს არ დასჯის.
”სააკაშვილმა მოახერხა და ე.წ. ოლიგარქება უკან წაწია, დღეს კი არის მცდელობა, რომ ფინანსურმა ინტერესებმა დაიქვემდებაროს პოლიტიკა”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
გალარება უფრო ზარალია ვიდრე შეღავათი

გალარების პროგრამაზე წერს გაზეთი ”რეზონანსი”, საიდანაც შეიტყობთ, რომ სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეებს იმედები გაუცრუვდათ. მათ გაუქრათ ის შეღავათი, რის გამოც ამ პროგრამაში ჩაერთვნენ და უფრო მეტიც, შესაძლოა მალე დაზარალებულებიც აღმოჩნდნენ. დოლარში აღებული სესხი უმეტესობა მათგანმა 2,6 ფარგლებში გაალარეს, ამას დაემატა მთავრობით დადგენილი 20 პუნქტი და 2,4 გამოუვიდათ მათ გალარება. დღეს კურსი ისედაც ამ ნიშნულზეა და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ლარი მომავალშიც გამყარდება და ამ პროგრამის მონაწილეები უფრო დაზარალდებიან, ვიდრე შეღავათს მიიღებენ, როგორც ამას ელოდნენ.

 

ხალხს დასალომბარდებელი ნივთები აღარ აქვთ

ასევე „რეზონანსიდან“ შეიტყობთ, რომ მოსახლეობას ლომბარდში ჩასაბარებელი ნივთები აღარ აქვთ. მოქალაქეებში ოქრო და ძვირფასეულობა აღარ არის და დიდი ხანია ოქროს ჩაბარებამ იკლო ლომბარდებში, თუმცა „რეზონანსი“ წერს, რომ ლომბარდებს მუშაობა შეჩერებული აქვთ, რადგან მოსახლეობას დასალომბარდებელი ნივთები აღარ აქვთ.

„რეზონანსი“ასევე ინტერესდება გარევაჭრობის აკრძალვის თემითაც, რაც ხელს უშლის პრესის გავრცელებასაც. ასევე მომრავლდნენ თბილისში მოხეტიალე ვაჭრები. თემის დეტალები კი დღევანდელ „რეზონანსშია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები