LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიქმნება მუზეუმი, სადაც კოჯრის მისადგომებთან მომხდარი ბრძოლის ამსახველი ექსპონატები იქნება თავმოყრილი

39

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, შემდეგ წლებში შეიქმნება მუზეუმი, სადაც 1921 წლის თებერვალში, კოჯრის მისადგომებთან მომხდარი ბრძოლის ამსახველი ყველა ექსპონატი იქნება თავმოყრილი. ლევან იზორიამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალთან განაცხადა, სადაც მან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

“თავისუფლების სიმტკიცე, მისი დაცვის მაღალ ხარისხშია და ჩვენ მათ მხედრულ ტრადიციებს ვაგრძელებთ, როდესაც მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე. წელს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც ჩვენ თავდაცვისუნარიანობას აამაღლებს და უფრო უსაფრთხოა და უფრო მტკიცეს გახდის ჩვენს თავისუფლებას”,- განაცხადა ლევან იზორიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები