LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკვეთილში ზაფხულში გრანდიოზული სასტუმრო გაიხსნება (ფოტოები)

1130

5 ვარსკვლავიანი მარიოტის ბრენდის სასტუმრო შეკვეთილში 2017 წლის ზაფხულში გაიხსნება. გრანდიოზულ სასტუმროში, 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი იფუნქციონირებს, რომლებსაც ხედი ზღვის სანაპიროზე ექნება.

საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით, 2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 150 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით, ზამთრის ბაღი… ამ ყველაფრის მშენებლობა უკვე დასასრულს მიუახლოვდა.

როგორც „ფორტუნას“ თანაინვესტირების ფონდიდან აცნობეს სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა.

„აღსანიშნავია სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურები, რომელიც ახალ სიცოცხლეს დაუბრუნებს ამ უძველეს, ბუნებრივ, გამაჯანსაღებელ თერაპიას, ამას გარდა იფუნქციონირებს თემატური რესტორნების ფართო არჩევანი, როგორც ეროვნული, ასევე უცხოური სამზარეულო, სადაც ჩვენი დამსვენებლები უცხოელი შეფ მზარეულის ბრწინვალე კერძებს დააგემოვნებენ“, – აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.

გარდა დასვენებისა, სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს კონფერენციებისა და ფორუმებისთვის სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზებსა და შეხვედრების ოთახებს. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელთათვისაც როგორც სხვადასხვა კატეგორიის ნომრებში, ასევე სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა.

ბუნებრივი ტყის, ზღვისა და მაგნიტური ქვიშის პროცედურების გარდა, დამსვენებლებს სასტუმრო თანამედროვე ბავშვთა გასართობი ცენტრს ჰპირდება, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი. შეკვეთილის სასტუმრო, უმაღლესი ხარისხის მომსახურებების და სტანდარტების გარდა, სტუმრებს შესათავაზებს სხვადასხვა საინტერესო გასართობ ღონისძიებებსა და გასვლით ტურებს.

თანაინვესტირების ფონცის ცნობით, სასტუმროს ჯამური საინვესტივიო მოცულობა 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები