LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემთხვევა რუსთაველზე: „გაჩერებული მანქანიდან ბიჭი გადმოვიდა და ბებო გზაზე გადაიყვანა…“

70

„ფეისბუქ“-მომხმარებელი ანა ჩომახიძე ავრცელებს ფოტოს, რომელიც რუსთაველზე აქვს გადაღებული და წერს, რომ ძალიან სასიამოვნო ფაქტს შეესწრო, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის თვისებები, რაც დაკარგული გვგონია, ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ.

ანა წერს:

„დღეს რუსთაველზე მანქანით მივდიოდი. საცობი არ იყო, მანქანები ჩვეულებრივად მოძრაობდნენ. მესამე ზოლში ვიყავი , რომ უცებ ჩემს წინ შავმა მანქანამ დაამუხრუჭა და გაჩერდა. რამოდენიმე წამი ადგილიდან არ დაძრულა, ძალიან გავბრაზდი, ასე უაზროდ მესამე ზოლში რომ იდგა. მოძრაობა მართლა ძალიან შეფერხდა, ძალიან ახლოს ვიყავი მანქანასთან გაჩერებული და გვერდს ვერ ვუვლიდი, ისიც ადგილიდან არ იძვროდა. თან ძალიან მეჩქარებოდა და უკვე ძალიან ვბრაზდებოდი. გადმოსვლაც დავაპირე, რომ უცებ ამ გაჩერებული მანქანის წინ ძალიან საყვარელი ბებო გამოჩნდა. წელში მოხრილი ძალიან ნელი ნაბიჯებით ცდილობდა ქუჩაზე გადასვლას. ბებომ ქუჩის ნახევარი გაირა, შავ მანქანასაც გზა უკვე თავისუფალი ჰქონდა… შეეძლო მოძრაობა გაეგრძელებინა.

… გაჩერებული მანქანიდან ბიჭი გადმოვიდა, ბებოს ჩანთა გამოართვა, ხელი მოკიდა და ძალიან ნელი ნაბიჯით ქუჩის მეორე მხარეს გადაიყვანა. მოძრაობა გზის მეორე მხარესაც გაჩერდა. ყველამ თავისი წილი გზა დათმო….

აი, ეს ის არის, რაც ყველას დაკარგული გვგონია მაგრამ ადამიანებს თურმე ჯერ კიდევ აქვთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები