LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენ ისეთი არ ხარ, როგორც ყველა, შენ სინათლე ხარ: ვინ იყვნენ ასტორის დასაფლავებაზე (ფოტოები)

92

იტალია დავიდე ასტორის დაემშვიდობა. მთელი ქვეყანა შეძრა 31 წლის ფეხბურთელის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. „ფიორენტინას“ კაპიტანი უამრავმა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე. მათ შორის იყვნენ საფეხბურთო სამყაროს ცნობილი წევრებიც. აი ისინიც:

 

თანაგუნდელები ფიორენტინადან

 

ინტერის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი

 

ინტერის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი

 

ვენეციის მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი

 

ფიორენტინას თანამფლობელი დიეგო დალა ვალე და იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი მატეო ტენცი

ჯანლუიჯი ბუფონი პარტნიორებთან ერთად პირდაპირ ლონდონიდან ჩავიდა “ტოტენჰემთან” მატჩის შემდეგ

 

ფლორენციის მერი დარიო ნარდელა

 

დავიდე ასტორის მშობლები

 

მასიმილიანო ალეგრი და ჯორჯო კიელინი

 

“ფიორენტინას” ნახევარმცველმა მილან ბადელმა სიტყვა წარმოთქვა:
“შენ ძმაც ხარ და შვილიც, როგორის ყოლასაც ნებისმიერი ინატრებდა. შენს მშობლებს არასოდეს ქონიათ შენთან პრობლემა.
შენ ისეთი არ ხარ, როგორც ყველა. შენ ნამდვილი ფეხბურთი ხარ, სუფთა ფეხბურთი ბავშვებისთვის.
ფიქრებით ჩვენ ვართ შენს მშობლებთან, ფრანჩესკასთან და პრინცესა ვიკისთან (მეუღლე და ქალიშვილი).
შენ დიდი ადამიანი იყავი და ჩვენ მას ამაზე მოვუყვებით. შენ სინათლე ხარ თითოეული ჩვენთაგანისთვის”.

 

ფიორენტინას გულშემატკივრებმა ცა იისფრად შეღებეს და კაპიტანს ისე დაემშვიდობნენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები