LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენონ დოერტი გადაღებებს დაუბრუნდა

206

მსახიობმა შენონ დოერტიმ, რომელიც 2015 წლიდან სიმსივნეს ებრძვის, თაყვანისმცემლები გაახარა. მსახიობი ნელ-ნელა ყოფით ცხოვრებას დაუბრუნდა და სოციალურ ქსელში ახალი ვარცხნილობით გადაღებული ფოტო განათავსა.

„უთმოდ ყოფნის ორი წლის მერე ძალიან სასიამოვნოა თავს ქალად რომ გრძნობ. გადაღებებს დავუბრუნდი, ძალიან მიხარია, რომ ამ ორი წლის განმავლობაში საზოგადოებას არ დავავიწყდი. მადლობელი ვარ ყოველი გათენებული დღისთვის” – დაწერა მსახიობმა. თაყვანისმცემლები მის გამოჩენას სიხარულით შეხვდნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ შენონი გაცილებით უკეთ გამოიყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები