LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შენს მოსვლამდე შახტში ხალხი არ იხოცებოდა” – აქციის მონაწილეები „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს დაუპირისპირდნენ

102

ტყიბულში, გამგეობის შენობის წინ მცირე დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრაზე მისული „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აქციის მონაწილეებმა მინდელის მაღაროში მომხდარ ტრაგედიაში დაადანაშაულეს.

„შენს მოსვლამდე შმაღაროში  ხალხი არ იხოცებოდა. 15 ადამიანის მკვლელობაში ხარ გასვრილი”, ამის შესახებ ელდარ ჩაფიძემ ჯამბულ ჯაყელს განუცხადა და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.

დღევანდელ აქციაზე მეშახტეებმა კომპანიის მმართველად სწორედ ელდარ ჩაფიძის კანდიდატურა დაასახელეს. მას ამ დროისთვის მინდელის სახელობის მაღაროში წარმოების უფროსის თანამდებობა უჭირავს.

ჯამბულ ჯაყელი კი  აცხადებს, რომ მზადაა დატოვოს თანამდებობა.

„ შევპირდი, რომ განვიხილავდი მოთხოვნას რამდენიმე მაღალი და პასუხისმგებელი პირის მოხსნასთან დაკავშირებით, არც მე არ ვაპირებ აქ დარჩენას”,-განაცხადა კომპანია საქნახშირის გენერალურმა დირექტორმა პირველ არხთან

მეშახტეები ტყიბული-თერჯოლის მარჟორიტარ დეპუტატს, ელგუჯა გოცირიძეს ხვდებიან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.გამგეობის შენობასთან შეხვედრაზე მივიდნენ ღია კარიერებზე დასაქმებულები და ტყიბულის მცხოვრებლები.

ამასთან,  ქუთაისის სამხარეო სამმართველოში ტყიბულის შახტში მომუშავე სამთო და ამფეთქებელ ოსტატებს კითხავენ. სამართალდამცველებმა დღეს ექვსი ადამიანი უნდა გამოკითხონ. სამი დასაქმებული უკვე დაიკითხა. მათი ინფორმაციით, სამართალდამცველები ძირითადად ინტერესდებოდნენ, სად იმყოფებოდნენ შემთხვევის დროს და რომელ ცვლაში მუშაობდნენ.

ერთ-ერთი სამთო ოსტატის, მურთაზ არაბიძის თქმით, შემთხვევა მეოთხე ცვლაში მოხდა, თავად კი მეორე ცვლაში მუშაობდა. დაკითხულების ნაწილს მედიასთან საუბარი არ სურს.

შეგახსენებეთ, ტყიბულში, მინდელის შახტში 16 ივლისს ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები