LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არჩევნების შედეგს დაველოდები აეროპორტში“ – გიორგი მახარაძე

209
გიორგი მახარაძე

„არჩევნების შედეგს დაველოდები აეროპორტში“ ,- ამის შესახებ მსახიობმა გიორგი მახარაძემ განაცხადა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

მისი თქმით, ხელისუფლება თაობებს ერთმანეთს აზიზღებს, რაც დაუშვებელია.

„აქ ვიდექი შევარდნაძის წასვლის დროს, მიშას წასვლაზეც, აქ 9 „ოცნების“ დროშით დავრბოდი და ახლა კიდევ აქ მიწევს ყოფნა. ასეთ რაღაცას რომ უშვრები საკუთარ ერს, რომ დედა და შვილი და ბებია და შვილიშვილი რომ გინდა, რომ ერთმანეთს გადაამტერო და შეაზიზღო ერთმანეთი თაობებს, მაგაზე ცუდი არაფერია. არჩევნების შედეგებს დაველოდები აეროპორტში, იმიტომ, რომ ვიქნებით „ხინკალნაია N1“ საქართველო“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.