LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კაცი ხარ, რა გატირებს…“ – პატარა ბავშვს რომ ამ ფრაზას ეუბნები, შენი ადგილი არ არის ბაღში“ – რას ამბობს საბავშვო ბაღებში არსებულ სიტუაციაზე გიორგი მახარაძე

537
გიორგი მახარაძე

მსახიობი გიორგი მახარაძე უმცროს ქალიშვილთან ერთად „ტვ პირველის“ გადაცემას “შუადღე ლაივი“ ესტუმრა და მამობაზე ისაუბრა:

„ჩემთვის ძალიან დიდი სხვაობა და ტრანსფორმაციაა, დიდი გამოცდილებაა. ელენე როცა პატარა იყო, მეც პატარა ვიყავი. მამის პოზიციაც, ჩემი გადმოსახედიდან, სხვადასხვაა. ელენესთან მნიშვნელოვან თემაზე რომ უნდა მესაუბრა პირველად, გარდამტეხი მომენტი მანდ მოხდა, როცა ჩემს თავთან დავუშვი, იქნებ, არ ვიცი, იქნებ, ჩემი შეხედულება და მიდგომა არასწორია. ამ დროს გავიარე კონსულტაცია ბავშვთა ფსიქოლოგთან, სამი ვიზიტი. აქ თვალსაჩინო გახდა ჩემთვის, რა იყო სწორი. იმ მომენტში მოხდა გააზრება, ზეპირად არ გადამიწყვეტია, მაგრამ ფსიქოლოგის მოსაზრებასაც გადავხედე. ჩემს თავში ეჭვის შეტანა დავიწყე, კარგი კუთხით. ნიკას დაბადების შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე, ბავშვთან მიდგომებთან დაკავშირებით. ელენე ახლა თინეიჯერია და იქ აბსოლუტურად სხვა საკითხებია, ნიკასთან – აბსოლუტურად სხვა, მაგრამ თითქოს ბაზა იცი, რას უნდა დაეყრდნო და თითქოს მარტივია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ემოციური კავშირი და გვერდში დგომა არის ყველაზე მთავარი. 95%-ს შემიძლია ლექცია ჩავუტარო, როგორ არ უნდა მოიქცნენ ბავშვთან, რადგან საჯარო ბაღებში ყოველ ნაბიჯზე ესაა. პრაქტიკაზე გეუბნებით და არა ნაჭორავებს. „სირცხვილია, ნუ ტირი“ – ჩვენ ამაში გავიზარდეთ და მაშინ ალბათ, ეს ცოდნა იყო. „კაცი არ ხარ, რა გატირებს“, პატარა ბავშვს რომ ამ ფრაზებს ეუბნები ისევ დღეს, შენი ადგილი არ არის ბაღში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g