მოდელი ნინა კენჭიაშვილი „შუადღე ლაივის“ ეთერში ჰყვება, როგორ მოახდინა გავლენა მისი კვებითი აშლილობის დაწყებაზე ლექტორმა, რომელიც მის წონაზე სხვების თანდასწრებით მიუთითებდა:
„16 წლის განმავლობაში ბალეტს ვცეკვავდი, რამაც განაპირობა საშინელი კვებითი აშლილობა. გარდა იმისა, რომ ანორექსია მქონდა, საჭმლის დანახვა არ მინდოდა, მძიმედ ვგრძნობდი თავს, სარკეში რომ ვიყურებოდი, საშინლად მეზიზღებოდა ჩემი თავი და წონა. როცა მივედი სავარჯიშოდ და გვქონდა პირველი ქორეოგრაფიული გაკვეთილი, ლექტორმა ყველას წინაშე გამომიყვანა და თქვა, თუ კიდევ ვინმე იქნება ისეთი მსუქანი, როგორიც ნინა და ასეთ ღიპს დავინახავ, აქ შეგიძლიათ, აღარ მობრუნდეთო… საკმაოდ გამხდარი ვიყავი მაშინაც. მაინც კომპლექსი მქონდა, რომ არასაკმარისად გამხდარი ვიყავი. ბალეტს თავი როცა დავანებე, ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან. საერთო ჯამში, ანორექსია სამჯერ დამემართა. პირველი ბალეტიდან გამომდინარე, მეორე – ახლო ადამიანის დაკარგვამ გამოიწვია, დამიდგინდა კლინიკური დეპრესია, აშლილობა… ამის გადალახვა რთულია… საშიშია ამაზე ხმამაღლა საუბარი. ხშირ შემთხვევაში მეგობრები გაძალებენ, ჭამე, წამოდი გავისეირნოთ.. ამისი რესურსი არ გაქვს…“
