მსახიობი გიორგი მახარაძე და მომღერალი მარიამ როინიშვილი ანა ტყებუჩავას პოდკასტ „V ელემენტი“-ში საუბრობენ. ყოფილი ცოლ-ქმარი აღნიშნავს, რომ ელენეს ამ ქვეყნად მოვლინებისთვის, მათი ურთიერთობა ღირდა.
მარიამი:
– პატარები ვიყავით ძალიან… 20 წლისები ვიყავით, ელენე რომ გაჩნდა… საერთოდ, ძალიან კარგი არის ის, რომ თავის დროზე მე და გიორგი გადავეყარეთ ერთმანეთს. სულ ვამბობ, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ელენე უნდა მოვლენილიყო ჩემს ცხოვრებაშიც და გიორგის ცხოვრებაშიც. ეს ყველაფერი ღირდა ყველაფრად, აბსოლუტურად, აი მართლა ყველაფერი! იმიტომ, რომ ელენე არის დღეს…
გიორგი:
– კი ბატონო, მაგრამ მაინც, რეკომენდაციას გავცემდი: მარტო მაგ მიზეზის გამო, 19 წლისები გაუაზრებლად ბავშვის გაჩენაზე ნუ იფიქრებენ. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ თავზე. ძალიან დიდი გააზრება უნდა მშობლობას. „მოდი, ბავშვი გავაჩინოთ“ – ეგრე არ არის.
