LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შერატონის” გახსნის ახალი თარიღი უკვე ცნობილია

141

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაიში, რას-ალ-ხაიმას საამიროს ამირთან, შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმთან შეხვედრა გამართა.

რას-ალ-ხაიმა, სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტო „რაკიას“ მეშვეობით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. მას ქვეყანაში 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა რას-ალ-ხაიმას საამიროს ამირთან, შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმთან. საერთო ჯამში, რას-ალ ხაიმას საინვესტიციო სააგენტოს  მიმდინარე პროექტების მოცულობა 220 მილიონ დოლარზე მეტია. ეს არის „თბილისი მოლი“, რომელიც ყველა თბილისელისა და ტურისტისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ადგილია. ასევე სასტუმრო „შერატონი“, რომლის რენოვაციაც მიმდინარეობს და სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. „შერატონის“ რენოვაცია საერთო ჯამში, 51 მილიონი დოლარი დაჯდება,  ამავე დროს მხოლოდ გასართობი ცენტრის მიმართულებით დამატებით კიდევ 9 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა რას-ალ-ხაიმას ამირს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომლის მიზანსაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება წარმოადგენს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე, მათ შორის, მოგების გადასახადის რეფორმაზე, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე და მის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები