LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ სთოუნიც კიმ კარდაშიანს ბაძავს? (ფოტო)

84

ინტერნეტში შერონ სთოუნის ახალი ფოტოები გამოჩნდა, რომელიც ლოს-ანჯელესის აეროპორტშია გადაღებული. 58 წლის ვარსკვლავი თავისუფალი სტილის სამოსში გადაადგილდება. მას ღია ყავისფერი ფერის პიჯაკი, სპორტული ზედა და დახეული ჯინსი აცვია. მედიაში წერენ, რომ ოქროს გლობუსის ნომინანტი მსახიობი ჩაცმით კიმ კარდაშიანს ბაძავს. სწორედ ასეთივე ფორმაში გადაიღეს უიქენდზე კიმ კარდაშიანი.

უნდა აღინიშნოს, რომ შერონ სთოუნი მუდამ იქცევს ყურადღებას ელეგანტური ჩაცმის სტილით.  კიმ კარდაშიანის ვულგარული სტილი კი, არაერთხელ ცნეს ყველაზე უგემოვნოდ. ამჯერადაც საინტერესოა შერონ სთოუნის გემოვნებიანი შეხამება სპორტულ ფეხსაცმელთან, როცა ამავე სტილის ანსამბლზე კარდაშიანს გაურკვეველი სტილის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები