შერონ სთოუნის სახლის პირველი ფოტოები, სადაც ის 25 წელია ცხოვრობს (ფოტო)

89

შერონ სთოუნმა პირველად გამოაჩინა სახლი, სადაც 25 წელია ცხოვრობს და ცნობისმოყვარე ფოტოგრაფებს ემალება. ესაა სახლი, რომელიც მსახიობმა „ძირითადი ინსტიქტიდან“ მიღებული ჰონორარით იყიდა. ჟურნალ Architectural Digest-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც სთოუნის სახლის ფოტოები პირველად დაიბეჭდა, მსახიობმა სახლის ყიდვის ისტორიაც გაიხსენა. მისი თქმით, 90-იანებში მასზე თავდასხმა სცადეს, რის გამოც უფრო დაცული სახლის ყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

სახლის დიზაინი მსახიობის მეგობარმა, დუგლას ტიურსდეილმა შეიმუშავა. მისაღები ორ ნაწილადაა გაყოფილი და როცა სთოუნი მეგობრებს მასპინძლობს, გვერდით ოთახში მისი შვილები ტელევიზორს უყურებენ. სახლი მდიდრული არქიტექტურის ნაზავს წარმოადგენს, აქ ყველაფერია რაც მსახიობს კომფორტისთვის სჭირდება, მათ შორის დიდი სამზარეულო, საცურაო აუზი და მოსასვენებლი ოთახი ბუხრით. სთოუნი სახლში 3 ვაჟთან ერთად ცხოვრობს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები