LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შორენა ბეგაშვილის შვილს ბოლო სამ თვეში რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა – რატომ გართულდა მდგომარეობა (ვიდეო)

1628

შორენა ბეგაშვილი „ნანუკას შოუში“ საკუთარი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საუბრობს. მსახიობის თქმით, ჯერჯერობით ევას მკურნალობა არ დასრულებულა და ბოლო სამი თვეა, დედა-შვილი, ფაქტობრივად, თურქეთში ცხოვრობს.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლა გავხდი დედა… იმ შემთხვევამდე დამყავდა ინგლისურზე, ფრანგულზე, ცეკვაზე, ახლა დამყავს გადასხმაზე, გადახვევაზე, ვარჯიშზე…

ჩემი დღე იწყება ასე – ვიცვამ სპორტულად, მაკიაჟს არ ვიკეთებ, არ მინდა, ვინმე ჩემი გაპრანჭულობით შევაწუხო… ევას უნდა ბევრი დრო ამ ეტაპზე, სანამ თვითონ დაიწყებს სიარულს. ჯერ კიდევ არ დადის თვითონ, მაგრამ მალე გაივლის…

ბოლო სამი თვეა, თვეში ერთხელ იკეთებს ოპერაციას. ერთი თვე წასული ვიყავი, ვფიქრობდი, საერთოდ წავიდოდი ტელევიზიიდან, რადგან უხერხული იყო, ყოველ მეორე დღეს პროდიუსერს ვეუბნებოდი, ისევ მივემგზავრები-მეთქი. ისეთი დაავადება აქვს, ანთება, რომ შესაძლოა, კვლავ დაბრუნდეს.  ფაქტობრივად, თურქეთში ვცხოვრობდით. წასული რომ ვიყავი, ბევრი მწერდა, რატომ არ ხარ ტელევიზიაშიო. გამოვნახე გზა, რომ მევლო იქიდან. ბოლო სამი თვე გადაცემები როგორ იწერებოდა, არ ვიცი, რადგან ძირითადად, მეძინა. გამთენიისას ჩამოვდიოდი, ვწერდი „იღბლიან ბორბალს“, მქონდა ფოტოსესიები, გვიან ღამით ვბრუნდებოდი თურქეთში. იმ დროის ფოტოსესიები ძალიან ლამაზი გამოვიდა, რადგან ყველგან მიბნედილი სახე მქონდა უძლობისგან…

ასე ვცხოვრობდი ბოლო დროს. ბოლო ოპერაცია სამი კვირის წინ ჩაუტარდა. უკვე კარგი სიტუაციაა. მგონი, აღარ დაგვჭირდება მეტი ოპერაცია. ერთ თვეში შეეძლება, ფეხი დადგას. მანამდეც დადგა, მაგრამ დაუჩირქდა, ამოაცალეს იმპლანტი, მაგრამ ორგანიზმში ანთება ჰქონდა, მადლობა ღმერთს, რომ ხერხემალზე არ ჰქონდა… “

როგორც შორენა აღნიშნავს, მანქანა გაყიდა და ბოლო ოპერაციების ფული, როგორც იქნა, დაფარა – „ხალხს ეგონა, რომ მანქანას არ ვყიდდი, მაგრამ არ იყიდებოდა. ახლა ძალიან დაბალ ფასად გავყიდე. კიდევ თუ დასჭირდა ოპერაცია, არ ვიცი, რას ვიზამ, მაგრამ თურქები ძალიან გვიწყობენ ხელს…“ – აღნიშნავს მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები